top_leaderboard

„მეცმა“ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსიდან“ გამოისყიდა

„აიაქსმა“ და „მეცმა“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

ინფორმაციას ნიდერლანდური კლუბი ავრცელებს. მათი ცნობით, ფრანგულ „მეცს“ საქართველოს ნაკრების წევრის დაბრუნება 13 მილიონი ევრო დაუჯდა. „აიაქსი“ მიქაუტაძეს წარმატებებს უსუვებს.

„აიაქსმა“ მიქაუტაძე „მეცისგან“ შარშან იყიდა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში ქართველი ფორვარდი ისევ „მეცში“ იჯარით თამაშობდა.

ასევე იხილეთ