გიორგი ქინქლაძე: ეროვნულ ნაკრებს მადლობა, რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, გერბი, სულისკვეთება, ბრძოლა და წარმატებისკენ დაუოკებელი სწრაფვა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეთ
საქართველოს ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდარული ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე წერს, რომ საქართველომ ისტორია დაწერა და მსოფლიოს გულები მოიგო.
მისი თქმით, ქართული ფეხბურთი უნიკალურია.
„ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს. საქართველომ ისტორია დაწერა. სპორტული შედეგის გარდა, ჩვენ მსოფლიოს გულები მოვიგეთ. ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმე სხვას.
ეროვნულ ნაკრებს მადლობა, რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, გერბი, სულისკვეთება, ბრძოლა და წარმატებისკენ დაუოკებელი სწრაფვა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეთ. საქართველოს გაუმარჯოს!“ – წერს გიორგი ქინქლაძე.