პესკოვი: საფრანგეთის არჩევნების პირველი ტურის შედეგი შეესაბამება ევროპის ტენდენციებს
კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგმა დაადასტურა ტენდენციები, რომლებიც უკვე შეინიშნება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნების მიმდინარეობას და ტენდენციები, რომლებიც ევროპის რიგ ქვეყნებში, მანამდე გაჩნდა, დასტურდება (მათ შორის საფრანგეთში). ჩვენ დაველოდებით მეორე ტურს, თუმცა ფრანგი ამომრჩევლის უპირატესობები ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ნათელია“, – აღნიშნა პესკოვმა.