top_leaderboard

ზაალ ანჯაფარიძე: „კეზერას“ ენმ-ზე დამატებითი თანხების გადახდა არ სურს, ენმ-ს კი ფული სჭირდება. შესაბამისად, ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა სიაში რამდენიმე ადგილის გაყიდვაა

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება ინფორმაციას, რომლის მიხედვით „ნაცმოძრაობის“ სიაში მოხვედრა მილიონიდან იწყება.

ანჯაფარიძის თქმით, დავით კეზერაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დამატებითი თანხების გადახდა არ სურს შესაბამისად, ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა სიაში რამდენიმე ადგილის გაყიდვაა.

„პასუხი კითხვაზე – არის თუ არა რეალური ინფორმაცია, „ნაცმოძრაობის“ მიერ სიაში ადგილების გაყიდვაზე? დიდი ალბათობით არის უფრო „კი“, ვიდრე „არა“. რატომ?

პირველი – სიაში ადგილების გაყიდვის პრაქტიკა ენმ-თვის უცხო არ არის, და საქმეში ჩახედულებმა იციან, როგორც მოხვდნენ მის სიაში ზოგიერთები 2020 წლის არჩევნებზე და უფრო ადრეც.

მეორე – სავარაუდოდ, კეზერაშვილის, როგორც ბიზნესმენის და ენმ, როგორც პარტიის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. „კეზერას“ ენმ-ზე დამატებითი თანხების გადახდა არ სურს, ენმ-ს კი ფული სჭირდება, თანაც ბევრი ფული. შესაბამისად, ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა სიაში რამდენიმე ადგილის გაყიდვაა. თუმცა, იმ ბიზნესმენებს რაში უნდა უღირდეთ, ჩასაძირად განწირულ და ფსკერ გახვრეტილ პარტიაში მილიონების ჩასხმა? ესაა კითხვა…“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე იხილეთ