top_leaderboard

გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივრებს მადლობას უხდის და წერს, რომ ნაკრები კიდევ უფრო გაძლიერდება.

„ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ!

მადლობა, რომ იყავით იმ ყველაფრის ნაწილი, რაც ჩვენ ერთად შევქმენით.

ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები როგორც არასდროს!“, – წერს გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიიდან სამშობლოში ხვალ, 2 ივლისს ბრუნდება.

ხვალვე, ნაკრების საქართველოში დაბრუნებას საზეიმო ღონისძიებები მიეძღვნება.

ასევე იხილეთ