სპიკერი ჯონსონი იმუნიტეტთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს დონალდ ტრამპის გამარჯვებაა

JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც დღეს დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს სამართლებრივი დევნისგან მნიშვნელოვანი იმუნიტეტის უფლება აქვს.

„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტისა და ყველა მომავალი პრეზიდენტის გამარჯვება და პრეზიდენტ ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტის, რომელსაც ის იარაღად იყენებს, კიდევ ერთი დამარცხებაა“, – აღნიშნა მაიკ ჯონსონმა.

როგორც The New York Times წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება თითქმის აუცილებლად გააჭიანურებს 6 იანვრის საქმეზე მის წინააღმდეგ საქმის განხილვას.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯონ რობერტსმა განაცხადა, რომ ტრამპს აქვს, სულ მცირე, სავარაუდო იმუნიტეტი მისი ოფიციალური ქმედებებისთვის.

ასევე იხილეთ