ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი უახლოვდება „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების განადგურების მიზანს
„ისრაელი უახლოვდება „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების განადგურების მიზანს”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, ახლა ღაზაში ნაკლებად ინტენსიური ოპერაცია გაგრძელდება.
„ჩვენ ვუახლოვდებით „ჰამასის“ ტერორისტული არმიის ლიკვიდაციის ფაზის დასრულებას და დარტყმები მის დარჩენილ ნაწილებზე გაგრძელდება“, – თქვა ნეთანიაჰუმ.