გოგა ხაინდრავა ენტონი ბლინკენს: ჩვენზე ნუღარ შფოთავთ, ჯანს მიხედეთ, ქვეყანას!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავს და აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შფოთვას თავი დაანებონ და საკუთარ ქვეყანას მიხედონ.
“მივიღეთ ზომები შეშფოთების გამოსახატად. თქვენ, ალბათ, უფრო მეტს ნახავთ – ენტონი ბლინკენი. ვნახეთ! მთელმა მსოფლიომ! ეს რა შფოთვა დაგმართნიათ ძალიან შევშფოთდით გამოხატული ზომებით! მეტის ჩვენებას არ გირჩევთ! ჩვენზეც ნუღარ შფოთავთ! ჯანს მიხედეთ! ქვეყანას! ეს რა კანონი მიგვიღია!”,– წერს ხაინდრავა.