top_leaderboard

გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა

გელათის სამონასტრო კომპლექსი დღეიდან ვიზიტორებისთვის დაიკეტა. შეზღუდვა 15 აგვისტომდე იმოქმედებს.

ინფორმაცია ტაძრის დაკეტვის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ასევე იხილეთ