საბერძნეთის კუნძულებზე, ტყის ხანძრების გამო, ასობით ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა
საბერძნეთის კუნძულებზე, ტყის ხანძრის გამო, ასობით ტურისტია ევაკუირებული.
ტყის მასშტაბური ხანძრიდან გამომდინარე, ტურისტული კომპანიები იძულებული გახდნენ, საბერძნეთის კუნძულ კოსზე დასასვენებლად ჩასული ასობით ტურისტი ტერიტორიიდან გაეყვანათ.
ევაკუირებული ადამიანები თავდაპირველად სკოლების სპორტულ დარბაზებში გადაიყვანეს.
ბერძნული გამოცემების ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან, დაახლოებით, 10 ათასი ადამიანი – ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრები იქნა ევაკუირებული. ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია ხანძარი, რომელიც კარდამენის მიმართულებით ვრცელდებოდა. კუნძულ კოსის გარდა, ხანძარია ქიოსსა და კრეტაზეც.