ირაკლი ქადაგიშვილი პარტია „ახალის“ ღონისძიებას ეხმაურება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარისთვის ნათელია თუ რატომ არ უნდათ ასეთ ორგანიზაციებს „ელემენტარული გამჭვირვალობა ჰქონდეთ“.
„ის უცხოური ორგანიზაცია პატივს არ სცემს არამარტო საქართველოს კანონმდებლობას, თავისი ქვეყნის კანონმდებლობასაც არ სცემს პატივს, იმიტომ, რომ მის ქვეყანაშიც აკრძალულია პირობითად უცხოური ფულით რაიმე პოლიტიკური აქტივობის დაფინანსება და მონაწილეობა. ნათელია, რატომაც არ უნდათ ელემენტარული გამჭვირვალობა ჰქონდეთ – იმიტომ, რომ ათასგვარი რევოლუცია და პოლიტიკური მოძრაობა უნდა დააფინანსონ კანონის დარღვევით“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
გაეროს განვითარების პროგრამა ოპოზიციის აქტივობას უჭერს მხარს. საუბარია 29-30 ივნისს ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც პარტია „ახალის“ წევრებმა ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების საკითხებზე იმუშავეს.