top_leaderboard

ვიქტორ ორბანი ვოლიდიმირ ზელენსკის: დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში გამართულ შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ დოკუმენტზე, რომელიც ორმხრივ პრობლემებს გადაჭრის, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

„ჩვენი დიალოგის შინაარსი ყველა დღევანდელ საკითხზე შეიძლება, გახდეს საფუძველი ჩვენს სახელმწიფოებს შორის მომავალი ორმხრივი დოკუმენტის გაფორმებისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ყველა ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სარკისებურ მიდგომაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა ახალი შეთანხმების შესაძლო ხელმოწერასთან დააახლოვა.

„გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, გვინდა ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან თანამშრომლობის გლობალური შეთანხმებას, ისეთივეს, რაც უნგრეთის სხვა მეზობლებთან გვაქვს. ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს უკრაინას და უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ“, – დასძინა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

ასევე იხილეთ