top_leaderboard

გიორგი მამაცაშვილი: ეს ისტორია 26 მარტით იწყება!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„რაც უნდა მოხდეს, რა გამარჯვებებიც არ უნდა მოვიპოვოთ მომავალში, რა ნიჭიერი თაობაც არ უნდა გაიზარდოს – ეს ბიჭები შეუცვლელები არიან!

ამ ბიჭებმა ისტორია დაწერეს და ამ ისტორიით იამაყებს საქართველო მარადიულად!

ეს ისტორია 26 მარტით იწყება!

და 26 მარტიდან დღემდე, და ზუსტად ვიცი, – მომავალშიც, – თქვენ უკეთეს ისტორიასაც შექმნით გიოს და მიას თაობისთვის!

გმადლობთ, საქართველოს სახელის უკვდავყოფისთვის, გამარჯვების ბიჭებო!

დიახ, მჯერა, რასაც ვწერ – ევროპის ჩემპიონებიც გავხდებით და მსოფლიოზეც ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მთელი მსოფლიო იქუხებს საქართველოს ხსენებაზე, მაგრამ ეს იქნება მომავალში.

და პირველს ვერაფერი შეცვლის!

პირველს ვერაფერი ჩაანაცვლებს!

ამ ბიჭებმა ისტორია დაწერეს!

თავაწეული, ღირსებით სავსე და ამაყი ქვეყნის ისტორია დაწერეს და მომავალ თაობებს ლეგენდებად გადაეცემა მათი სახელი!

გმადლობთ, ბიჭებო!

გმადლობთ, ბიჭებო, ჩემი შვილებისა და ჩემი შვილების თაობის ბედნიერებისთვის, მოტივაციისთვის და სიხარულის ცრემლებისთვის!

მადლობა ყველას, ვისაც წამით არ შეუხრია წარბი თქვენს გვერდში დასადგომად და ვინც თქვენი თავგანწირვის გამო ბედნიერების ცრემლებით ათენებდა ღამეებს!

მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც დღემდე მოგიყვანათ და ვისაც ხვალისთვისაც ეიმედებით!

გმადლობთ, გამარჯვების ბიჭებო – ღირსებისთვის, რწმენის დაბრუნებისთვის, ემოციებისთვის, თავგანწირვისთვის, სიამაყისთვის!

ჩვენ საქართველო ვართ!

თქვენით ამაყი, თავაწეული და ღირსეული საქართველო!”

ასევე იხილეთ