top_leaderboard

ლევან ჟორჟოლიანი: კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, რომ არა მხოლოდ ფეხბურთის თამაში, არამედ გულშემატკივრობაც შეგვიძლია ძალიან კარგად

“ის დადებითი და პოზიტიური ემოციები, რომლებიც ქართველმა ფეხბურთელებმა მოგვანიჭეს, არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ქართველს ძალიან დიდხანს გაჰყვება”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

“ძალიან რთულია სიტყვებით აღწერო ის ემოციები, რაც მოედანზე იყო. ყველაზე სასიხარულო იყო ქართველი გულშემატკივრების ძალიან დიდი რაოდენობა. მაგალითად, ჩეხეთთან თამაშის დროს, შეიძლება ითქვას, რომ ორჯერ მეტი ქართველი გულშემატკივარი ესწრებოდა ვიდრე ჩეხი. ძალიან სასიხარულო იყო და ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მთელ ევროპას, მთელ მსოფლიოს, რომ არა მხოლოდ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია ძალიან კარგად და ძალიან ხარიხიანად, არამედ შეგვიძლია გულშემატკივრობაც. ქართველი გულშემატკივარი იყო ერთ-ერთი გამორჩეული, ყველაზე ხმაურიანი და ძალიან კულტურულიც, მათ შორის, სხვა ქვეყნებთან შედარებით“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

 

 

ასევე იხილეთ