top_leaderboard

კახა ზივზივაძე: არ უთქვამს, ბუდუმაც მითხრა, დიმა არაა ეგ კაცი. მადლობა, რომ გიყვართ ბუდუ. სამართლიანები ვიყოთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის ბუდუ ზივზივაძის მამა კახა ზივზივაძე ეხმიანება „ტელეიმედის“ სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების წევრ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.

„მეგობრებო, ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს ის სიტყვები დიმა ობოლაძეს. მადლობა, რომ გიყვართ ბუდუ. სამართლიანები ვიყოთ“, – წერს სოციალურ ქსელში კახა ზივზივაძე.

ერთ-ერთ კომენტარში ის ასევე წერს: „არ უთქვამსო, ბუდუმაც მითხრა, დიმა არაა ეგ კაცი“.

ასევე იხილეთ