ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საქართველოს 12 ქალაქში გამოსაცდელების მისაღებად 24 საგამოცდო ცენტრია მზად. წელს გამოდებისთვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდისა კი – 15:00 საათი.
პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.