top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: არასამთავრობო სექტორი თავის საქმეს არ აკეთებს და თავიდან ბოლომდე ჩართულია პოლიტიკაში

“არასამთავრობო სექტორი თავის საქმეს არ აკეთებს და თავიდან ბოლომდე ჩართულია პოლიტიკაში, რასაც დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებას გამოეხმაურა.

„კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დე იურედ მოგვევლინებიან, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია. დონორი ორგანიზაციები არასამთავრობო სექტორს როცა აფინანსებდნენ, ჩვენ ვამბობდით, რომ მათი დიდი ნაწილი პოლიტიკაში იყო ჩართული და პოლიტიკის უცხოური ფულით დაფინანსება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში, დე იურე გადაკეთდება პოლიტიკურ ნაწილად. არასამთავრობო სექტორი თავის საქმეს არ აკეთებს და თავიდან ბოლომდე ჩართულია პოლიტიკაში, რასაც დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ. დონორი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს როცა აფინანსებს, ის ობიექტური მსაჯული ვეღარ იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ