top_leaderboard

ილია დარჩიაშვილი: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს, ვაფასებთ ამ მხარდაჭერას

“საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს, ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთად გამართული ბრიფინგისას განაცხადა.

„დიდი პატივია, ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლო. თქვენი ვიზიტი დაემთხვა საქართველოსთვის ძალიან საამაყო დღეებს, ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. ცოტა ხნის წინ საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქვეყნები ამ ტურნირს წარმატებით ჩავატარებთ და ჩვენს გუნდებსაც შესაბამისი შედეგები ექნება“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ასევე იხილეთ