ვლადიმერ პუტინი: რუსეთი და თურქეთი აგრძელებენ აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პოლიტიკის რიგ მნიშვნელოვან მიმართულებებზე
“რუსეთი და თურქეთი აგრძელებენ აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პოლიტიკის რიგ მნიშვნელოვან მიმართულებებზე”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ჩვენ აღვნიშნეთ სავაჭრო ბრუნვის უმნიშვნელო კლება წინა რამდენიმე თვეში, მაგრამ ის რჩება საკმაოდ მაღალ დონეზე – 55 მილიარდი დოლარი, თუ ამას დოლარში ჩავთვლით. ერთობლივი მსხვილი პროექტები ხორციელდება გრაფიკით და გეგმის მიხედვით, შეყოვნება არ არის. ასევე იგეგმება ახალი პროექტები. ჩვენ ძალიან გვიხარია ეს, ისევე, როგორც შესაძლებლობა, დღეს შევხვდეთ და პირად საუბარში შევაჯამოთ გასული წლის სამუშაოები, ჩამოვთვალოთ პერსპექტივები, რას გავაკეთებთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლად ჩავა თურქეთში მოლაპარაკებების გასამართად.