top_leaderboard

ალექსანდრე იაშვილი: გულშემატკივრის უდიდესი დამსახურებაა, რომ ჩვენი ნაკრები ასე წარმატებულად გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა  გუშინ ნაკრების ფეხბურთელებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისზიების შესახებ ისაუბრა.

„ძალიან დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. საოცარი ატმოსფერო იყო. გულშემატკივრის უდიდესი დამსახურებაა, რომ ჩვენი ნაკრები ასე წარმატებულად გამოვიდა. საოცარი მხარდაჭერა და ემოცია მოდიოდა ტრიბუნებიდან გერმანიაში ყველა სტადიონზე და ეს ძალიან დიდ ძალას აძლევდა მათ. გუშინ რაც ხდებოდა თბილისში, საოცარი იყო ყველა ფეხბურთელისთვის. სითბო იგრძნეს, სიყვარული და დაფასება. პასუხისმგებლობა გაათმაგებული აქვთ, რომ შემდეგი უფრო მეტი გავაკეთოთ“, – აღნიშნა იაშვილმა “ქრონიკასთან”.

 

 

ასევე იხილეთ