top_leaderboard

ირაკლი კობახიძე ეუთო-ს რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა

„ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს რეზოლუციას ეხებოდა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფაქტი არის ძალიან დასანანი და სამწუხარო.

„ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არის არსებული მოცემულობა და ამის იქით არ მინდა სიღრმეში შევიდე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ