top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი ეუთოს დირექტივაზე: ოთხი თვით ადრე რომ აცხადებ, რაღაც ხარვეზები იქნება და გაყალბდება არჩევნები, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ შენ რაღაც სუბიექტური ინტერესი გამოძრავებს

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ეუთოს მხრიდან საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას, რომლითაც ასამბლეა მოუწოდებს ეუთოს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისს, საქართველოში არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბოს. მისიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს პოტენციური დარღვევების იდენტიფიცირებას.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აქედანვე ცდილობენ არჩევნების დისკრედიტაციას, რაც ხილულია საზოგადოებისათვის .

„იმის შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო სამარცხვინო რეზოლუციები სააკაშვილთან დაკავშირებით (რომელიც შემდეგ სტრასბურგმა უარყო), რაც ვენეციის კომისიამ პირდაპირ მოგვიწოდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ, რაც კონგრესიდან პირდაპირ გვითხრეს სამწუხაროდ, რომ ომი დაიწყეთ უკრაინის მსგავსად, თორემ ძლიერი დემოკრატია ვერ გექნებათ და ბოლოს ამერიკის მხრიდან იმ რეზოლუციის წარდგენა, სადაც ცალკეა მოხსენებული აფხაზეთი და სამაჩაბლო, რა თქმა უნდა, არანაირი სანდოობა არ ექნება ამ ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს იმიტომ, რომ მათ საჯაროდ აქვთ აღიარებული თავიანთი სუბიექტური ინტერესი – ხელი შეუწყონ საქართველოში რევოლუციას და მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მეორე ფრონტისთვის მზად იქნება. ოთხი თვით ადრე რომ აცხადებ – რაღაც ხარვეზები იქნება და გაყალბდება არჩევნები, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ შენ რაღაც სუბიექტური ინტერესი გამოძრავებს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ