მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, 27 წლის მოჭიდავე გარდაცვლილი ხობში, საკუთარ სახლში იპოვეს.
ნუგზარ წურწუმიას მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის გარდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული, გარდა ამისა, ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსანია.