top_leaderboard

მიხეილ ყაველაშვილი: მახსოვს ერთი და იგივე ფეხბურთის ბაზა სამჯერ გახსნა სააკაშვილმა

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს რომ ასეთი შედეგისთვის მიეღწია ეროვნულ ნაკრებს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნებოდნენ. მაშინ, მახსოვს, ფეხბურთის ერთი და იგივე ბაზა სამჯერ გახსნა სააკაშვილმა”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„სულ არ მინდა ხოლმე, ამ ბედნიერ და პოზიტიურ დღეებში ის ადამიანები და ნეგატივი შემოვიტანო, რომლებიც ცდილობდნენ როგორმე გაუცნობიერებლად, ან გაცნობიერებულადაც მსგავსი რამ გააკეთონ. როგორ ცდილობენ დღესაც, ნაკრების ფეხბურთელებში ხინჯი გააჩინონ, რომელიმე გამოყონ და ერთმანეთს დააპირისპირონ. ერთი ოჯახივით ცხოვრობდნენ გერმანიაში ამდენი დღე, წარმოიდგინეთ, იქ რომ ერთმანეთზე მსგავსი რაღაცები ესმოდათ. რომელიმე ფეხბურთელის პოლიტიკური ნიშნით გამოყოფა, რომ ეს ჩვენიანია და მოდი ამას ვუგულშემატკივროთ, არ შეიძლება. სანიოლს რა დღეში აგდებდნენ, კაცი იძულებული იყო ეთქვა, რომ თავი დამანებეთო.

არც პასუხისმგებლობა აქვთ, არც ბოდიშს იხდიან დიმა ობოლაძის ამბავზე, ეს არის მიზანმიმართული ქმედება. დღეს გამოდიან პოლიტიკოსები და საუბრობენ საზეიმო ღონისძიებაზე სცენასთან ღმუილის შესახებ, უკაცრავად, მაგრამ სხვა სახელს ვერ დავარქმევ, მართლა ღმუილი იყო. გამოჩნდა სოციალურ ქსელებში, როგორ აორგანიზებდნენ ამას. რომელიმემ გააკრიტიკა კვარაცხელიას რომ აგინებდა ახალგაზრდა „ნაციონალი“ ვინმე ნიკა ფარულავა?! „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რომ ასეთი შედეგისთვის მიეღწია ეროვნულ ნაკრებს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნებოდნენ. მაშინ, მახსოვს, ფეხბურთის ერთი და იგივე ბაზა სამჯერ გახსნა სააკაშვილმა. გამოვიდნენ და აქილიკებენ ირაკლი კობახიძეს, რომ საერთოდ რა უნდოდა ხელისუფლებას საზეიმო ღონისძიებაზეო. საერთოდ რომ არ გამოჩენილიყო, მაშინ რას იტყოდნენ“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ