top_leaderboard

კახა ცხადაძე: ევროპამ და მსოფლიომ დაინახა არა მარტო კარგი საფეხბურთო გუნდი, დაინახა საფეხბურთო ქვეყანა თავისი გულშემატკივრით

„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივრებს. ეს იყო ფანტასტიკა, მე რაც ვნახე. ჯერ ამდენი გულშემატკივარი ჩავიდა. მადლობა მათ, ვინც ორგანიზება გაუკეთა იმას, რომ ამდენი რეისი დაინიშნა”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ განაცხადა.

„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივრებს. ეს იყო ფანტასტიკა, მე რაც ვნახე. ჯერ ამდენი გულშემატკივარი ჩავიდა. მადლობა მათ, ვინც ორგანიზება გაუკეთა იმას, რომ ამდენი რეისი დაინიშნა. ევროპამ და მსოფლიომ დაინახა არა მარტო კარგი საფეხბურთო გუნდი, დაინახა საფეხბურთო ქვეყანა თავისი გულშემატკივრით. ფეხბურთელებმა ეს სიყვარული დაიმსახურეს, მაგრამ როდესაც გულშემატკივარი ასე ექცევა, ძალიან დიდი მადლობა ეთქმის. თურქეთის თამაში რომ ავიღოთ, გინახავთ რომელიმე ქართველი მაყურებელი, რომელიც უკმაყოფილო იყო? ერთი ნორმალური ადამიანი მითხარით, ვინც უკმაყოფილო იყო, რომ წავაგეთ ბოლო თამაში. თავაწეულები უნდა იყვნენ ჩვენი ფეხბურთელები და ჩვენც ყველა“, – აღნიშნა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ