ირაკლი ქადაგიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურორის შერჩევის პროცესი აღარ არის დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესის შესახებ ისაუბრა.
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურორის შერჩევის პროცესი აღარ არის დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს შეიქმნა და პროკურორის კანდიდატს არჩევს საპროკურორო საბჭო. მოთხოვნები არის შესაბამისი კრიტერიუმებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პროფესიონალიზმს აქვს მნიშვნელობა, გამოცდილებას, კეთილსინდისიერებას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დღეიდან იწყებს. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.