დღეს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.
ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 650 ოლქში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება.
ბოლო 14 წელია დიდ ბრიტანეთში მმართველ პარტიას კონსერვატორები წარმოადგენდნენ, თუმცა წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, ახლა მათ ლეიბორისტები დიდი უპირატესობით უსწრებენ.