top_leaderboard

გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა

გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთების რაოდენობით ამ ეტაპზე ტურნირის საუკეთესო მეკარეა, ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საქართველოს ნაკრების მეკარეს 29 მოგერიება აქვს.  23 წლის მამარდაშვილი ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტებს დიდი უპირატესობით ასწრებს.

ევრო 2024-ზე საუკეთესო მეკარეების ხუთეული ასეთია:

1. გიორგი მამარდაშვილი, საქართველო – 29 მოგერიება;

2. ფლორიან ნიტა, რუმინეთი – 16;

3. ჯანლუიჯი დონარუმა, იტალია – 14;

4 იან ობლაკი, სლოვენია – 14;

5. კოენ კასტელსი, ბელგია – 14.

 

 

ასევე იხილეთ