გელა ზედელაშვილი: ჯაბა ხუბუას დოკუმენტური პროზა – წააკითხეთ მომავალ თაობებს ეს წიგნი და საქართველოში ,,ნაცმოძრაობა” აღარ იქნება!

„ისე, მე მიკვირს, სპექტაკლები რატომ არ იდგმება იმ 9-წლიან ტრაგედიებზე?” – ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მაგარი კაცის მაგარი წიგნი!

ეს საჭირო იყო, ეს აქამდეც უნდა გაკეთებილიყო!

ბოლო დროს ხშირად მესმის, ახალი თაობები წამოვიდა, სააკაშვილის ხროვამ რა ჩაიდინა, მაგათ არ იციან, მაშინ პატარები იყვნენ, არ ახსოვთო.

ამაზე პირადად ძალიან ვღიზიანდები… თქვე კაი ხალხო, არც მე ვყოფილვარ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, მაგრამ ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ და ვიცი, რაც მოხდა, ვინ რას აკეთებდა, ვინ როგორ იბრძოდა, ვინ რას სჩადიოდა.

ეგრეა!

რომ იცოდე, უნდა წაიკითხო, დაფიქრდე და გააანალიზო, მიიხედო, მოიხედო და ინსტიქტურად არ იძახო – „ალა ლუსულ კანონს”!

ჯაბა ხუბუას დოკუმენტური პროზა „დილეგის წინაშე” კარგად დაგანახებთ, რა ხდებოდა სააკაშვილის საპყრობილეებში.

დაგანახებთ და მიხვდებით, რომ არანაირი პროევროპელები და არანაირი დემოკრატები ესენი არც ყოფილან და არც არიან.

მოხარული ვარ!

გოგა ხაინდრავას ფილმის შემდეგ გაჩნდა კიდევ ერთი საშუალება, საიდანაც შესაძლებელია, ადამიანმა დასკვნა გამოიტანოს და ჩვენი უახლოესი წარსული შეაფასოს.

კი უნდათ მავანთ იმ 9-წლიანი კოშმარის მიჩუმათება, ეგ წარსულია, ჩვენ მომავალი გვაინტერესებსო, მაგრამ არ გამოვა მაი ამბავი, ეგ უბრალოდ ვირეშმაკობაა!

კიდევ ბევრი უნდა დაიწეროს ამ თემაზე, კიდევ ბევრი წიგნი უნდა გამოიცეს და კიდევ ბევრი ფილმი გადავიღოთ. ისე, მე მიკვირს, სპექტაკლები რატომ არ იდგმება იმ 9-წლიან ტრაგედიებზე?

თუმცა, როგორ დაიდგმება, როცა თითქმის ყველა თეატრში „ნაცები”, „გნაცები” და „შმაცები” არიან ჩაბუდებულები?!

მოკლედ, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ, ეს წიგნი უნდა აჩვენოთ მომავალ თაობებს და საქართველოში „ნაცმოძრაობა” აღარ იქნება!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ