2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25-მა, კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც, ტრაგიკულად დაიღუპა კახაბერ ზურაბაშვილი
მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25-მა, ქ. ბოლნისის ტერიტორიაზე, კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
48 წლის კახაბერ ზურაბაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე გახლდათ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები, ვეტერანები მწუხარებას გამოთქვამენ კახაბერ ზურაბაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ნათესავებს, კოლეგებს და ახლობლებს.