top_leaderboard

ოთარ კაკაბაძე: დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი წარმატება ელის ამ გუნდს და ძალიან დიდ სიხარულს მოუტანს ქართველ ერს

„დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი წარმატება ელის ამ გუნდს და ძალიან დიდ სიხარულს მოუტანს ქართველ ერს”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ „ქრონიკაში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

„მთელი ბავშვობის ოცნება იყო, გვეთამაშა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს დიდი ოცნება ავისრულეთ, ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე და ვართ უბედნიერესი მთელი ერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გუნდი ახალგაზრდა გუნდია და ყველაფერი წინ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი წარმატება ელის ამ გუნდს და ძალიან დიდ სიხარულს მოუტანს ქართველ ერს. უკვე ჩვენგან ყველა მაქსიმუმს ელის და ჩვენც დიდი გამოცდილება მივიღეთ ევროპის ჩემპიონატით“, – აღნიშნა კაკაბაძემ.

ასევე იხილეთ