top_leaderboard

გიორგი მამარდაშვილი „ქართუსგან“ გამოყოფილ 30 მილიონზე: მადლობელი ვარ, როგორც მე, ასევე მთელი ნაკრები

ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილ 30 მილიონზე საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.

„ძალიან მადლობელი ვარ როგორც მე, ასევე თითოეული ფეხბურთელი ამ ყველაფრით. კარგი იქნება, თუ კიდევ ბევრი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხებს იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვთქვი, გამოჩნდა, რამხელა რამეს ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მადლობელი ვარ როგორც მე, ასევე მთელი ნაკრები“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.

ასევე იხილეთ