„ვინც სიძულვილის კამპანიით და ზიზღით გადის არჩევნებზე, ყველა განწირულია დამარცხებისთვის. ამ არჩევნებშიც ევროპული მომავლის, უკეთესი მომავლის, უფრო ძლიერი საქართველოს გარანტია კვლავ იქნება ჩვენი საზოგადოება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ვინც სიძულვილის კამპანიით და ზიზღით გადის არჩევნებზე, ყველა განწირულია დამარცხებისთვის. ჩვენი მოქალაქეები არ აირჩევენ ზიზღს და სიძულვილს, ისეთ მომავალს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, რომ ფეხბურთის ნაკრებშიც კი დაპირისპირება შეიტანონ. არ აირჩევენ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც მადლობის გადაკეთება უნდათ, რაც საქართველოსთვის ფუნდამენტურია. მე მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ არჩევნებშიც ევროპული მომავლის, უკეთესი მომავლის, უფრო ძლიერი საქართველოს გარანტია კვლავ იქნება ჩვენი საზოგადოება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. სამწუხაროდ საქართველოს დღეს ჰყავს ოპოზიციის ისეთი დიდი ნაწილი, რომელიც ვერ ეგუება თავის საზოგადოებასთან თანაცხოვრებას ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე და ხელისუფლებაში მოსვლა უნდა არჩევნების გვერდის ავლით და ეს ვერ მოხდება. ვინც წავიდა ანტიდემოკრატიული გზით, ამ ადამიანებს ბევრ არჩევნებში – 2012 -ში და შემდეგაც, მიუჩინა ადგილი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.