ოთარ კიტეიშვილი: ის დღე, აეროპორტიდან დაწყებული და გაგრძელებული თავისუფლების მოედნამდე, იყო გასაოცარი და უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს
„ეს დღეები იყო განსაკუთრებული და როდესაც ჩამოვედით სამშობლოში, კიდევ უფრო განსაკუთრებული დღეები დაიწყო. ემოციები, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლდა, იყო დაუვიწყარი და უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს. ის დღე, აეროპორტიდან დაწყებული და გაგრძელებული თავისუფლების მოედნამდე, იყო გასაოცარი და ყველა ჩვენგანისთვის იმხელა ენერგია და იმხელა მუხტი იყო, რომ უბრალოდ ვუყრუებდით და ვტკბებოდით იმ სურათით, რაც შევძელით ჩვენი ფეხბურთით და ამხელა სიხარული მოვუტანეთ ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„გუნდში ისეთი ატმოსფერო და ისეთი სიტუაციაა, უკვე საბერძნეთის თამაშიდან მოყოლებული, მე პირადად ის განცდა მქონდა, რომ როდის მოვიდოდა ის დღე, როდესაც ისევ ერთად შევიკრიბებოდით და ისევ ერთმანეთს ვნახავდით. იმ სიყვარულს, რომელიც გაგვაჩნია ერთმანეთთან, მგონია, რომ მოედანზეც გამოვხატავთ და ამას გრძნობს ქართველი ხალხიც. ზუსტად ამიტომაც არის ჩვენ მიმართ ასეთი დაფასება. თავი გვეგონა ზღაპარში. ვერ ვხვდებოდით, ვერ ვიაზრებდით, სად მივდიოდით. დაუვიწყარი დღეები იყო. როდესაც თამაშამდე ერთი საათით ადრე მოედანზე გავდიოდით, უკვე იგრძნობოდა, რამდენი ქართველი გულშემატკივარი იყო და აქედანვე იგრძნობოდა მათი მუხტი. იგრძნობოდა ის ჟინი და სულისკვეთება, რაც გულშემატკივრებისგან მოდიოდა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – აღნიშნა ოთარ კიტეიშვილმა.