top_leaderboard

ოთარ კიტეიშვილი: შეიძლება იყოს შემოთავაზებები და უკეთეს ლიგაში მომიწიოს თამაში

„ჩემპიონობის ტიტულიც მოვიგეთ, ამ სეზონზე თასის მფლობელიც გავხდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად SK Sturm Graz-ში დავრჩები. შეიძლება, იყოს შემოთავაზებები, რაღაცები უკეთესობისკენ წავიდეს კარიერულად და უკეთეს ლიგაში მომიწიოს თამაში”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ფეხბურთელს ჰკითხა, ცვლილებას ხომ არ გეგმავს კარიერაში.

„რთულია ამ თემაზე საუბარი. შეიძლება, იყოს გარკვეული შემოთავაზებები, თუ სხვადასხვა სახის საუბრები. დაახლოებით ერთი თვის წინ გავახანგრძლივე კონტრაქტი SK Sturm Graz-თან, სადაც გავატარე უკვე 6 წელი. ჩემპიონობის ტიტულიც მოვიგეთ, ამ სეზონზე თასის მფლობელიც გავხდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად SK Sturm Graz-ში დავრჩები. შეიძლება, იყოს შემოთავაზებები, რაღაცები უკეთესობისკენ წავიდეს კარიერულად და უკეთეს ლიგაში მომიწიოს თამაში, ამას დრო გვაჩვენებს. ჩემი სურვილია, რომ მაქსიმალურად მაღალ საფეხურზე ავიდე საფეხბურთო თვალსაზრისით, რისი შესაძლებლობაც, იმედი მაქვს, რომ მომეცემა“, – აღნიშნა კიტეიშვილმა.

ასევე იხილეთ