ლელა რაზიკაშვილი: ამ ბიჭებმა და მთლიანად საფეხბურთო სტაფმა ერთიანი, გამახარებელი საქართველოს მოდელი შექმნეს
„ამ ბიჭებმა და მთლიანად საფეხბურთო სტაფმა ერთიანი, გამახარებელი საქართველოს მოდელი შექმნეს. დაანახეს ყველას, რომ თუ ასე ერთიანი ვიქნებით, არ ვუღალატებთ, გაყოფას არ შევეცდებით, არ დავაბეზღებთ ჩვენს ქვეყანას, ეს არის სწორედ გამარჯვების ფორმულა”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა განაცხადა.
„საერთო სახალხო სიხარული მივიღეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს პროცესი შექმნა. მადლობა მათ მშობლებს პირველ რიგში, რომ გაზარდეს ასეთი წარმატებული ადამიანები. კარგი მოქალაქეები გაზარდეს. მადლობა ხელისუფლებას, საფეხბურთო სტაფს, ფედერაციას, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღესასწაული დარჩენილიყო საერთო სახალხო დღესასწაულად და არ დაყოფილიყო, თორემ ცდუნებას რა უნდა. ერთ ოჯახშიც არ არის ყველა საერთო აზრზე. ყველას აქვს საკუთარი აზრი, გუნდში კი არა, ოჯახშიც, მაგრამ ყველა ფეხბურთელი აცნობიერებდა თავის როლს და პასუხისმგებლობას, რომ ყველაზე მთავარი იყო საქართველოს ერთიანი სიხარული და ამ ერთიანობის სიხარულს მთელი საფეხბურთო სტაფი და ყველა, ვინც ამას აორგანიზებდა, ერთიანობას გაუფრთხილდა. ამ ბიჭებმა და მთლიანად საფეხბურთო სტაფმა ერთიანი, გამახარებელი საქართველოს მოდელი შექმნეს. დაანახეს ყველას, რომ თუ ასე ერთიანი ვიქნებით, არ ვუღალატებთ, გაყოფას არ შევეცდებით, არ დავაბეზღებთ ჩვენს ქვეყანას, ეს არის სწორედ გამარჯვების ფორმულა“, – აღნიშნა რაზიკაშვილმა.