ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ კეირ სტარმერს და „ლეიბორისტებს“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
“ვულოცავ კეირ სტარმერს და „ლეიბორისტებს“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. უკრაინა და გაერთიანებული სამეფო იყვნენ და იქნებიან სანდო მოკავშირეები”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მომავალ მთავრობას წარმატებებს ვუსურვებ, როგორც საშინაო საქმეებში, ასევე მსოფლიო ასპარეზზე გაერთიანებული სამეფოს ლიდერობის განმტკიცებაში. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინა-გაერთიანებული სამეფოს პარტნიორობის განმტკიცებისა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის საკითხებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან გაერთიანებული სამეფოს პრემიერს, რიში სუნაკს და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რაც უკრაინას აღმოუჩინა.
„მადლობელი ვარ ჩემი კარგი მეგობრის, რიში სუნაკის და მისი ხელმძღვანელობით გაერთიანებული მთავრობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. Challenger-ის ტანკები, Storm Shadow-ის რაკეტები, ჩვენი პილოტებისთვის F-16-ებზე წვრთნა და პირველი ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმება ჩვენი საერთო მიღწევებიდან მხოლოდ რამდენიმეა, რომელსაც უკრაინა არასოდეს დაივიწყებს. გმადლობთ, რიში“, – აღნიშნა ზელესკიმ.
შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ’ გაიმარჯვა.