top_leaderboard

ურსულა ფონ დერ ლაიენი: მხოლოდ ერთიანობა და მონდომება გაუხსნის გზას უკრაინაში ხანგრძლივ მშვიდობას

“დაშოშმინების პოლიტიკა პუტინს ვერ შეაჩერებს”, – ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს.

„უნგრეთის პრემიერი მოსკოვს სტუმრობს. დაშოშმინების პოლიტიკა პუტინს ვერ შეაჩერებს. მხოლოდ ერთიანობა და მონდომება გაუხსნის გზას უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ორბანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთში იმყოფება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.

 

ასევე იხილეთ