ჩაფიძის გულის ცენტრი ცენტრის დამაარსებლის გულნარა ჩაფიძის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცენტრის დამაარსებელი და მისი უცვლელი გენერალური დირექტორი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქალბატონი გულნარა ჩაფიძე და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

დღევანდელ სინამდვილეში ძნელად მოიძებნება ისეთი ექიმი, რომელსაც ქალბატონ გულნარა ჩაფიძის ოდენობის წვლილი ჰქონდეს შეტანილი საქართველოში მედიცინის მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებაში. მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობა მიმართული იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით შეპყრობილი პაციენტების ჯანმრთელობის მკურნალობაზე, ამ მიზნისთვის კი, ის განუხრელად ზრუნავდა კარდიოლოგიური სამსახურის სრულყოფაზე და ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდასა და დახელოვნებაზე.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქალბატონ გულნარა ჩაფიძის უშუალო ხელმძღვანელობით ცენტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის განყოფილებების გახსნა, რომლთა წარმატებულმა საქმიანობამ ათასობით საქართველოს მოქალაქეს შეუნარჩუნა სიცოცხლე და გაუუმჯობესა ჯანმრთელობა.

1977-2012 წლებში ქალბატონი გულნარა ჩაფიძე იყო საქართველოს პრეზიდენტის პირადი ექიმი, ხოლო 1997 წლიდან დღემდე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი.

ნათელში ამყოფოს უფალმა ამ დიდებული ადამიანის სული. მისი სახელი მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

პანაშვიდები:

21.05.2024-ფალიაშვილის 75, მე-6 სართული

22.05.2024- 14:00 საათიდან სამების საკათედრო ტაძარი

დაკრძალვა: 23.05.2024

გამოსვენება: სამების საკათედრო ტაძრიდან

დაკრძალვა: ვაკის სასაფლაოზე

ასევე იხილეთ