top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: დასანანია, რომ რადიკალური ოპოზიცია წარმატებული სპორტსმენების თავიანთი პოლიტიკური ინტერესებით გამოყენებას ცდილობს

“არაერთხელ გავხდით მოწმე, რომ რადიკალურ ოპოზიციას თუ აქებ, მაშინ კარგი ხარ, მათ დღის წესრიგს თუ არ ითვალისწინებ, ქვეყნის მოღალატე და არადემოკრატი ხარ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია წარმატებული სპორტსმენების თავიანთი პოლიტიკური ინტერესებით გამოყენებას ცდილობს.

„დასანანია, რომ ამ შემთხვევაშიც ცდილობენ, წარმატებული სპორტსმენები თავიანთი პოლიტიკური ინტერესებით გამოიყენონ. უცებ მესიჯი დაალაგეს – ფეხბურთელებს ლიდერებმა არ დაარტყეს და აქტივისტებს უთხრეს, თქვენ დაარტყით, შეურაცხყოფა მიაყენეთო. როგორც ჩანს, ლიდერები მიხვდნენ, რომ უმადურობა მთლად კარგი საქციელი ვერ იქნებოდა, ამიტომ შერბილებული პოზიცია ჰქონდათ, მაგრამ ყოველთვის პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობენ. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფეხბურთში რეგრესი იყო, ახლა პროგრესია და როგორ ბედავენ, რომ ფეხბურთზე რაიმე სიტყვას ამბობენ?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ