ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში სამხრეთ კორეის ჩელენჯერის გამარჯვებულია
საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა სამხრეთ კორეაში გამართულ მსოფლიო ღია ჩელენჯერზე. ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ლია ჩაჩიბაია და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ჯაფარიძემ ფინალურ ბრძოლაში აზიის ჩემპიონი, მონღოლი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ჩაჩიბაიამ მასპინძელ კორეელ პარასპორტსმენს მოუგო, ნიკოლაძემ კი რეიტინგის ლიდერ იაპონელ მოწინააღმდეგეს სძლია.
საქართველოს ნაკრები სამშობლოში სამი მედლით ბრუნდება.