თეთრი სახლი: ორბანის მოსკოვში ვიზიტი კონტრპროდუქტიულია

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი კონტრპროდუქტიულია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

კარინ ჟან-პიერის თქმით, თეთრი სახლი შეშფოთებულია ორბანის არჩევანით.

„ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს მშვიდობის საქმეს და კონტრპროდუქტიულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად“, – დასძინა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ასევე იხილეთ