ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს ვინც ფილარმონიასთან გაიარეთ, იმედია, მიტინგი არ გეგონათ – სამშენებლო კომპანია „არქი“-სთანაა უზრმაზარი რიგი – ხალხი ბინებს ყიდულობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა
„დღეს ვინც ფილარმონიასთან გაიარეთ, იმედია, მიტინგი არ გეგონათ: სამშენებლო კომპანია „არქი“-სთანაა უზრმაზარი რიგი – ხალხი ბინებს ყიდულობს! ეს რას ნიშნავს? ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა, თორემ ლომჯარიას ნატვრის შესაბამისად თავზე ბომბები რომ გვცვიოდეს, ან ბინებს ვინ ააშენებდა, ან ვინ იყიდდა?“ – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
„დღეს ვინც ფილარმონიასთან გაიარეთ, იმედია, მიტინგი არ გეგონათ: სამშენებლო კომპანია „არქი“-სთანაა უზრმაზარი რიგი – ხალხი ბინებს ყიდულობს! ეს რას ნიშნავს?
- ეს ნიშნავს, რომ ხალხს საშუალება და ფულიც აქვს და სწორედ ამიტომაც ყიდულობს ბინებს, რაც ძალიან კარგია!
- ბიზნესი და ეკონომიკა ვითარდება, რაც ასევე ძალიან კარგია!
- სხვათაშორის, ბიზნესმენებს არავინ ატერორებს და ღამით ქონებას არც არავინ ართმევს – ეს ხომ დიდებულია!
- ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა, თორემ ლომჯარიას ნატვრის შესაბამისად თავზე ბომბები რომ გვცვიოდეს, ან ბინებს ვინ ააშენებდა, ან ვინ იყიდდა?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.