top_leaderboard

ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს ვინც ფილარმონიასთან გაიარეთ, იმედია, მიტინგი არ გეგონათ – სამშენებლო კომპანია „არქი“-სთანაა უზრმაზარი რიგი – ხალხი ბინებს ყიდულობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა

„დღეს ვინც ფილარმონიასთან გაიარეთ, იმედია, მიტინგი არ გეგონათ: სამშენებლო კომპანია „არქი“-სთანაა უზრმაზარი რიგი – ხალხი ბინებს ყიდულობს! ეს რას ნიშნავს? ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა, თორემ ლომჯარიას ნატვრის  შესაბამისად თავზე ბომბები რომ გვცვიოდეს, ან ბინებს ვინ ააშენებდა, ან ვინ იყიდდა?“ – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„დღეს ვინც ფილარმონიასთან გაიარეთ, იმედია, მიტინგი არ გეგონათ: სამშენებლო კომპანია „არქი“-სთანაა უზრმაზარი რიგი – ხალხი ბინებს ყიდულობს! ეს რას ნიშნავს?

  1. ეს ნიშნავს, რომ ხალხს საშუალება და ფულიც აქვს და სწორედ ამიტომაც ყიდულობს ბინებს, რაც ძალიან კარგია!
  2. ბიზნესი და ეკონომიკა ვითარდება, რაც ასევე ძალიან კარგია!
  3. სხვათაშორის, ბიზნესმენებს არავინ ატერორებს და ღამით ქონებას არც არავინ ართმევს – ეს ხომ დიდებულია!
  4. ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა, თორემ ლომჯარიას ნატვრის შესაბამისად თავზე ბომბები რომ გვცვიოდეს, ან ბინებს ვინ ააშენებდა, ან ვინ იყიდდა?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ასევე იხილეთ