ესტონეთმა უკრაინას Mistral-ის ტიპის რაკეტები გადასცა

ესტონეთმა უკრაინას Mistral-ის ტიპის მოკლე მანძილზე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

„დადასტურებულია! უკრაინამ ესტონეთის მიერ მიწოდებული Mistral-ის მოკლე მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და რაკეტები მიიღო. მოდით, გავაგრძელოთ თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელების მხარდაჭერა. ერთად ჩვენ შევაჩერებთ რუსულ აგრესიას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ივნისში ესტონურმა გამოცემა Postimees-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესტონეთმა, საფრანგეთმა, ბელგიამ, უნგრეთმა და კვიპროსმა ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც Mistral-ის ტიპის მოკლე მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შესყიდვას გულისხმოდა.

ასევე იხილეთ