ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, შესაბამის წერილს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის მიღწეული შეთანხმებები განხორციელდება და სომეხი-ირანელი მეგობარი ხალხის კეთილდღეობისთვის უამრავ ახალ პროგრამას დავიწყებთ“, – ნათქვამია წერილში.
ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ისე რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის კონტექსტში.