საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავეს

საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააპატიმრეს.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი” წერს, საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერ პრისკა ტევენოზე თავდასხმა საპარლამენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას მოხდა.

საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერზე თავდასხმის საქმის კიდევ ორი ფიგურანტი საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს. როგორც „ფრანს პრესი“ წერს, თავდასხმაში სულ 20-მდე პირი მონაწილეობდა.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.

ასევე იხილეთ