top_leaderboard

ხვიჩა კვარაცხელია დრიბლინგების რაოდენობით კვლავ საუკეთესოთა შორისაა

J

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე დრიბლინგების რაოდენობით კვლავ საუკეთესოთა შორისაა – სტატისტიკას უეფა-ს ვებგვერდი აქვეყნებს.

მერვედფინალური ეტაპის შემდეგ ქართველი თავდამსხმელი საუკეთესო სამეულში იყო, მაგრამ მეოთხედფინალებმა ვითარება შეცვალა – კვარაცხელიას რამდენიმე მოთამაშე დაეწია და 26 წარმატებული დრიბლინგით ის ახლა მეოთხე-მეექვსე პოზიციას იყოფს იამალთან და მბაპესთნ ერთად.

ევრო 2024-ის საუკეთსო ათული დრიბლინგების რაოდენობით:

ჯერემი დოკუ (ბელგია) – 34

ჯამალ მუსიალა (გერმანია) – 32

უსმან დემბელე (საფრანგეთი) – 27

ლამინ იამალი (ესპანეთი) – 26

კილიან მბაპე (საფრანგეთი) – 26

ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) – 26

ნუნო მენდეში (პორტუგალია) – 25

რაფაელ ლეო (პორტუგალია) – 25

ნიკო უილიამსი (ესპანეთი) – 23

დენ ნდოიე (შვეიცარია) – 23

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის  ნახევარფინალში 9 ივლისს საფრანგეთის ნაკრები ესპანეთს შეხვდება, 10 ივლისს კი ინგლისი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ