top_leaderboard

გიორგი გამსახურდია ფეხბურთელების ბულინგზე: ეპითეტების ვარსკვლავთცვენა იყო. ავადმყოფურ მოვლენასთან გვაქვს საქმე

„ეპითეტების ვარსკვლავთცვენა იყო. ავადმყოფურ მოვლენასთან გვაქვს საქმე”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ბულინგზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციის მცდელობამ ფიასკო განიცადა და რადიკალურმა ოპოზიციამ საბოლოოდ რესურსი ამოწურა. გამსახურდიამ აღნიშნა, რომ რადიკალიზაციის მცდელობები კი ჩვენი ფეხბურთელების, ისტორიის დამწერლების გმირობამ გადაფარა.

„იმდენად გადაფარა მათი ეს ჭიქაში დატრიალებული ქარიშხალი, რომ უკვე ზიზღი გაუჩნდათ. იგივე მოხდა იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენის ფაქტზეც. მათ მედია საშუალებებში ეს ფაქტი რელიგიური ღირებულების კონტექსტისგან არის დაცლილი – ბიძინა ივანიშვილმა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი იყიდა, თითქოს, დეფის ხელნაწერი იყიდა! ანუ, აუფასურებენ. თუ რაიმე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული, ცდილობენ, რომ გააუფასურონ.

ადამიანს ახლა აბულინგებენ, „აკაჩავებენ“, რომ გაჩუქა, ეს ხომ საშინლად არ მოგწონს და მადლობა როგორ გადაუხადეო?! ეს იმითაა გამოწვეული, რომ თემა გადაიფარა – ეს კიდევ ვერ დაახურდავეს თავიანთ ავადმყოფ თავებში. ეგ არის ბულინგის ერთ-ერთი მიზეზთაგანი“, – განაცხადა გამსახურდიამ.

ასევე იხილეთ