რატი ბრეგაძე ციფრული უნივერსიტეტის პროგრამაზე: ჩვენთვის ეს ყველაფერი ნათელი დასტურია იმისა, რომ ქართველებს ნამდვილად შეგვწევს უნარი, წარმატება მოვიპოვოთ ნებისმიერ სფეროში

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „იმედის კვირასთან” ციფრული უნივერსიტეტის პროგრამაზე საუბრობს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს და მსჯავრდადებულებს საშუალებას აძლევს, სრულფასოვანი განათლება მიიღონ.

„ჩვენთვის ეს ყველაფერი ნათელი დასტურია იმისა, რომ ქართველებს ნამდვილად შეგვწევს უნარი, წარმატება მოვიპოვოთ ნებისმიერ სფეროში და ევროპის მასშტაბითაც გავეჯიბროთ ჩვენს მეგობრებს ინოვაციური და ადამიანზე მორგებული საქმეების კეთებაში”, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ციფრული უნივერსიტეტის პროგრამა, 2022 წელს დაინერგა. ის 6 უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებს მოიცავს და ბრალდებულებს საშუალება აქვთ, დაესწრონ ლექციებს ტელეხიდის საშუალებით, ლექტორთან პირდაპირი კომუნიკაციით.

ციფრული ფორმით სწავლება სრულად ფინანსდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ. პროექტმა, რომელიც შექმნილია საქართველოში, უკვე მოიპოვა აღიარება Europris-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე.

 

ასევე იხილეთ